5 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის პრაქტიკული ვორკშოპი გაიმართა.
ვორკშოპი დაეთმო მომხმარებლის ქცევის გააზრებას და იმ პროცესის შესწავლას, რომელიც მომხმარებლის ინტერესის გაჩენიდან საბოლოო ქმედებამდე - შეძენამდე, რეგისტრაციამდე, დაჯავშნამდე და სხვა მიზნობრივ მოქმედებამდე მიდის.
მონაწილეებმა განიხილეს, რა ფაქტორები ახდენს გავლენას მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე, რა ბარიერები შეიძლება შეხვდეს მას გზად და როგორ შეიძლება ამ პროცესის გაუმჯობესება მომხმარებლის გამოცდილებისა და ბიზნესის შედეგების გასაზრდელად.
ვორკშოპის პრაქტიკული ნაწილი დაეთმო რეალური ბიზნესსცენარების განხილვას. მონაწილეებმა იმუშავეს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე და გაეცნენ A/B ტესტირების, სეგმენტაციისა და ექსპერიმენტების დაგეგმვის ძირითად პრინციპებს.
ვორკშოპს უძღვებოდა საბა არუდაშვილი, Klics-ისა და Asmos-ის თანადამფუძნებელი და CEO, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის გამარჯვებული და მენტორი.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ Asmos-ის პლატფორმას, მისი გამოყენების შესაძლებლობებს ელექტრონული კომერციისა და სტარტაპპროექტებისთვის.
