პროექტ HUMERIA-ს შესარჩევი კომიტეტის პირველი შეხვედრა

11 იანვარი


პროგრამა HUMERIA გულისხმობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება მობილობა ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტების, მკვლევარების, ასევე უნივერსიტეტის ადმიისტრაციული და აკადემიური თანამშრომლებისათვის. მობილობის პერიოდია 2014-2017 წლები.

ევროკომისიის პროგრამა Erasmus Mundus არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

{phocagallery view=category|categoryid=483|limitstart=0|limitcount=0}