9-12 ივლისს, ინდონეზიის ქალაქ სურაბაიაში, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების უნივერსიტეტების ასოციაციისა (AUAP) და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) პირველი საერთაშორისო კონფერენცია, ხოლო აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების უნივერსიტეტების ასოციაციის 33-ე წლიური კონფერენცია იმართება - თემა: „უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების მდგრადობის უზრუნველყოფა ციფრულ ეპოქაში.“ კონფერენცია კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ გახსნა და სიტყვით გამოვიდა, მან 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე და დაინტერესებული მხარეების პარტნიორობაზე ისაუბრა.
კონფერენციის მთავარ თემას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მდგრადობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მისი მიზანია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა მისცეს ერთმანეთს გაუზიარონ ინოვაციური პროგრამების დანერგვის მხრივ მათ ხელთ არსებული გამოცდილება, რაც მათ მომავალში საგანმანათლებლო დაწესებულებების სახით ფუნქციონირების გაგრძელების მეტ საშუალებას შეუქმნით. კონფერენციას 26 ქვეყნის 100 წარმომადგენელი ესწრება.
კონფერენციის მასპინძელია სურაბაიას უნივერსიტეტი (UBAYA).
ასევე, აღსანიშნავია რომ გაიმართა IAUP-ის მმართველი საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა, სადაც უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის ფარგლებში, ორგანიზაციის წევრების მიერ განხორციელებული აქტივობები, მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.