სკოლა „აიბი მთიების“ მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის იმიტირებული გამოცდა ჩატარდა

28 აპრილი 2023

27 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტმა სკოლა „აიბი მთიების“ მე-12 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. მათთვის კავკასიის უნივერსიტეტის კომპიუტერულ აუდიტორიებში ჩატარდა იმიტირებული  ეროვნული გამოცდა ინგლისურ ენაში.

 

აღნიშნული აქტივობა აბიტურიენტებს ეხმარებათ, რომ სტუდენტური უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ და მოემზადონ ზუსტად იმ სტილის გამოცდისთვის, რაც მათ ჩაუტარდებათ მისაღებ ეროვნულ გამოცდებზე.  

 

კავკასიის უნივერსიტეტი სკოლა აიბი მთიებთან წლებია ურთიერთთანამშრომლობს და ახორციელებენ სხვადასხვა ერთობლივ საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებებს, რომელშიც ჩართულნი არიან როგორც სტუდენტები, ასევე სკოლის მოსწავლეები.