IE უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

2 ნოემბერი 2022
1-ლ ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ie ბიზნესის სკოლის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის დირექტორი სათი ბოიაჯანი  და პროფესორი მილო ჯონსი ეწვია. 
 

ევროპის წამყვანი ბიზნესის სკოლის წარმომადგენლის ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან, ქეთევან კარბაიასთან.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საგანმანათლებლო პროგრამები, აგრეთვე ისაუბრეს შესაძლო თანამშრომლობის დეტალებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის შესაძლებლობებზე.


ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა 
მილო ჯონსის მასტერკლასი თემაზე: ,,Geopolitics in the Digital Age '', მასტერკლასის ფარგლებში განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ციფრული ტექნოლოგიების გავლენა სოციალური და პოლიტიკური აზრის ფორმირებაზე, მისი სამომავლო პერსპექტივა და ბიზნესის როლი ამ პროცესში.

 

აღსანიშნავია, რომ ie ბიზნესის სკოლა წლებია მოწინავე ადგილს იკავებს  Financial Times-ისა და the Economist-ის რეიტინგებში, ასევე ფლობს სამმაგ აკრედიტაციას და სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებულ უმაღლესი ხარისხის განათლებას.