IE უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

28 მაისი 2025

28 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, IE უნივერსიტეტის (ესპანეთი) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, უნივერსიტეტში მოქმედ პროგრამებზე, საერთაშორისო აკრედიტაციებზე და მიღწევებზე და პარტნიორობის სამომავლო გეგმებზე.

 

აგრეთვე, ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკის და ტურიზმის სკოლის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: “საერთაშორისო ღვინის ბაზარი 2025”, რომელსაც  IE უნვერსიტეტის პროფესორი, ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი - ფერნანდო კორტინასი წარუძღვა. 

 

IE უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი კერძო უნივერსიტეტია ესპანეთში, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისოდ აღიარებულ პროგრამებს. აქვე აღსანიშნავია, რომ  IE ბიზნესის სკოლა წლებია მოწინავე ადგილს იკავებს  Financial Times-ისა და the Economist-ის რეიტინგებში, ასევე ფლობს სამმაგ აკრედიტაციას და სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებულ უმაღლესი ხარისხის განათლებას.