CU-ში თბილისის 26-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ლექცია გაიმართა

16 აპრილი 2024

15 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, თბილისის 26-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ლექცია, რომლის მთავარი თემაც იყო კიბერუსაფრთხოება.

 

შეხვედრა ჩაატარა კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი იაშვილმა. ლექციაში მონაწილეობას 35 მოსწავლე იღებდა.