დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარის ვიზიტი CU-ში

23 დეკემბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტს დამოუკიდებელი სკოლა მოძღვარის, მე-3 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

 

მათ კავკასიის არქიტექტურის და დიზაინის სკოლის დეკანმა მაკუნა მენაბდემ და არქიტექტურის სტუდიის ხელმძღვანელმა ლუკა ქობალიამ ჩაუტარეს სახვითი და შემეცნებითი აქტივობა. მოსწავლეებმა თავიანთ დავალებას ძალიან კარგად გაართვეს თავი, ვიზიტი კამპუს ტურით დასრულდა.