ინდივიდუალური შეხვედრები საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში

21 მარტი 2025

კავკასიის უნივერსიტეტში, პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით საერთაშორისო კვირეული გრძელდება.

 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, არაერთი სამუშაო შეხვედრა და ლექცია გაიმართა. მონაწილეებს ჰქონდათ ჩანიშნული აკადემიური აქტივობები კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში, შემდეგ ლექტორებთან: ცოტნე ჭანტურია, გიორგი ცხადაია და მარიამ ტარასაშვილი. ასევე, ჩაინიშნა სამუშაო შეხვედრა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ადმინისტრაციულ წარმომადგენელთან, დავით თინიკაშვილთან და გაიმართა ლექციები ამავე სკოლის ლექტორების ჩართულობით, გურანდა ჭელიძესთან და დათო სიდამონიძესთან.  

 

გაიმართა სამუშაო შეხვედრა მეწარმეობისა და ინოვაციების ცენტრთან, რომელსაც ესწრებოდნენ ირაკლი სვანიძე და ანა დოლიძე, შედგა შეხვედრა მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, გურანდა იობაშვილთან და სალომე ჩაჩიბაიასთან, შეხვედრა გაიმართა მედიცინის სკოლის დეკანთან, მარიამ ოქრუაშვილთან რომელსაც ასევე ესწრებოდა ამავე სკოლის ადმინისტრაციული პერსონალი, ნანუკი მიხანაშვილი და მაკა ამაღლობელი. ასევე, ინდივიდუალური შეხვედრა ჩაინიშნა ტექნოლოგიების სკოლის აკადემიურ პერსონალთანაც, პროფესორ მაქსიმ იავიჩთან და ქეთევან გრძელიძესთან.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული  ერაზმუს+ ის კრედიტ მობილობის პროგრამაში და ეროვნული სტატისტიკის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის განხორციელებული მობილობებითა და დაფინანსებული პროექტების მიხედვით.