საინფორმაციო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ

4 ოქტომბერი 2019

4 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გაცვლითი პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა აშშ-ს საელჩოს საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი საქართველოში, თეა კუჭუხიძე.

 

შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო Fulbright-ის, UGRAD-ისა და SUSI-ის გაცვლითი პროგრამების როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური საკითხების შესახებ. Fulbright- ის პროგრამით დაინტერესებულ ლექტორებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს კავკასიის ბიზნესის სკოლის ლექტორმა, მილა ნუცუბიძემ და უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა, ერეკლე პირველმა. ხოლო კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტდუდენტმა დავით ესათიამ SUSI-ს პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომლიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ 5 კვირიან საზაფხულო პროგრამაში, რომელიც მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულ აქტივობებს.

 

შეხვედრაზე სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს "UGRAD"-ის გაცვლითი პროგრამის შესახებ, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის, ნებისმიერი ფაკულტეტის მეორე, მესამე ან მეოთხე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ერთი აკადემიური სემეტრი ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში გაატარონ. საინფორმაციო შეხვედრას საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები და კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორები ესწრებოდნენ.