საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

19 ოქტომბერი 2024

19 ოქტომბერს, CU კამპუსში, საბაკალავრო პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის 2024-2025 აკადემიური წლის პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

აბიტურიენტები, ასევე, სკოლების დეკანებს შეხვდნენ, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

შეხვედრის დასასრულს, ტრადიციულად, კავკასიის უნივერსიტეტის ელჩებმა მონაწილეებს კამპუს ტური ჩაუტარეს. დაათვალიერებინეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გარემო და ის სტუდენტური სივრცეები, სადაც CU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოებს შეასრულებენ.

 

შემდეგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 9 ნოემბერს, 12:00 საათზე, რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ ბმულს.