არაფორმალური შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან

22 ოქტომბერი 2024

22 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ტრადიციულად CU-ის პრეზიდენტის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან.

 

შეხვედრაზე კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, კახა შენგელიასთან იდეების, მოსაზრებების, პრობლემების და სხვა საკითხების გაზიარება იყო შესაძლებელი.

 

მსგავსი აქტივობა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აპრობირებული მეთოდია.

უნივერსიტეტის პრეზიდენტი აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ყავით და ჩაით გაუმასპინძლდა.