საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

17 თებერვალი 2024

17 თებერვალს, CU კამპუსში, საბაკალავრო პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის  წლის პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

აბიტურიენტები, ასევე, სკოლების დეკანებს შეხვდნენ, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

  

შეხვედრის დასასრულს ტრადიციულად კავკასიის უნივერსიტეტის ელჩებმა მონაწილეებს კამპუს ტური ჩაუტარეს. აბიტურიენტებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გარემო და ის სტუდენტური სივრცეები, სადაც CU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოებს შეასრულებენ.

 

შემდეგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 23 თებერვალს, 16:00 საათზე, რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ ბმულს.