საინფორმაციო შეხვედრა დეკანებთან აბიტურიენტებისთვის

20 იანვარი 2021

20 იანვარს, აბიტურიენტებისთვის ონლაინ შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის სკოლების დეკანებთან გაიმართა.

 

აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში დასწრებოდნენ საინფორმაციო შეხვედრას. მათ დეკანებისგან მიიღეს  ინფორმაცია სასურველი საბაკალავრო პროგრამის, მისი სტრუქტურის შესახებ და დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

 

დაინტერესებულ აბიტურიენტებს კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის დათვალიერება ვირტუალურად შეუძლიათ.