საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

27 დეკემბერი 2023

26 დეკემბერს, ჯადოსნურ CU კამპუსში, საბაკალავრო პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის  წლის ბოლო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

აბიტურიენტები, ასევე, სკოლების დეკანებს შეხვდნენ, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

  

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს, ტრადიციულად, კამპუს ტური ჩაუტარდათ. დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გარემო და ის სტუდენტური სივრცეები, სადაც CU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოებს შეასრულებენ.