კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებთან.
სტუდენტები გაეცნენ ცენტრის საქმიანობას, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, ასევე გაიგეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც ცენტრი სთავაზობს ახალგაზრდებს ინოვაციური იდეების რეალიზებისთვის.
შეხვედრის მეორე ნაწილი მოიცავდა თემატურ მასტერკლასს, რომლის მთავარი მიზანი იყო ანტრეპრენერის როლის გაანალიზება თანამედროვე რეალობაში, შესაბამისი უნარების განსაზღვრა, განათლების ინტეგრირების გზების განხილვა და პრაქტიკული მაგალითების წარდგენა.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სპიკერმა, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულმა და სტარტაპ Datamind-ის თანადამფუძნებელმა, ირაკლი ბიწკინაშვილმა, სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, თუ, როგორ დაიწყო მისი ანტრეპრენერული გზა, რა გამოწვევებთან მოუწია გამკლავება და ხაზი გაუსვა სამართლის ცოდნის მნიშვნელობას ბიზნესის განვითარების პროცესში.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისთვის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის საქმიანობის გაცნობა და სამართლის სფეროს წარმომადგენლებისთვის მეწარმეობისადმი ინტერესის გაღრმავება. ღონისძიება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მკაფიოდ წარმოაჩინა, როგორ შეიძლება სამართლის დარგში მიღებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში - სტარტაპის შექმნისა და ბიზნესის განვითარების კონტექსტში.