კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა (IEC) უცხოელ სტუდენტებთან გამართა შეხვედრა, სადაც დამსწრეებმა ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
სტუდენტები გაეცნენ თუ როგორ უწყობს ცენტრი სტუდენტებს სტარტაპების შექმნასა და განვითარებაში ხელს, რა სამეწარმეო რესურსები და შესაძლებლობები აქვთ უნივერსიტეტში და როგორ შეუძლიათ ჩაერთონ მრავალფეროვან სამეწარმეო პროგრამებსა და პროექტებში.
შეხვედრის ფარგლებში, ცენტრის წარმომადგენლებმა დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იდეის რეალურ ბიზნესად გარდაქმნის პრაქტიკულ ნაბიჯებს, სტარტაპ გრანტებს, ინვესტორებთან დაკავშირებისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობებს. მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის ზრდის ტენდენციებისა და იმ მრავალმხრივი შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში დამწყები სტარტაპერებისთვის არის ხელმისაწვდომი.