საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის შეხვედრა პირველკურსელებთან

30 სექტემბერი 2022

26-27 სექტემბერს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, კავკასიის უნივერსიტეტის პირველკურსელთათვის გაცნობითი შეხვედრა ჩაატარა. 

 

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია  სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებზე, გაცვლით და ორმაგი ხარისხის, მოკლევადიან სასწავლო კურსებზე, საზაფხულო და სასტიპენდიო პროგრამებზე. 

 

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და გაეგოთ მეტი პროგრამული თუ ადმინისტრაციული პროცედურების შესახებ, რაც საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამებს უკავშირდება. სტუდენტებმა მიიღეს რეკომენდაციები გაცვლითი პროგრამის განაცხადის წარდგენისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით.

 

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, ტრადიციულად ყოველი აკადემიური წლის დასაწყისში ატარებს  შეხვედრებს პირველკურსელთათვის, რათა სტუდენტებში ამაღლდეს ცნობიერება იმ საერთაშორისო პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ, რასაც  მათ უნივერსიტეტი სთავაზობს.