რიგის უმაღლესი სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

15 მაისი 2018

15 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტს Erasmus+ ის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, რიგის უმაღლესი სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ჯუსტინე ელფერტე ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან. შეხვედრის დროს განიხილეს უნივერსიტეტებს შორის Erasmus+ ის მიმდინარე პროექტის დეტალები და უკვე განხორციელებული მობილობების შედეგები.

 

რიგის უმაღლესი სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, ასევე უმასპინძლა კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, ელენე ჯღარკავამ. განსაკუთრებული დაინტერესება პარტნიორი უნივერსიტეტის მხრიდან გამოიკვეთა სტუდენტების მოზიდვის, რებრენდინგისა და დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკასთან მიმართებით.