რიგის უმაღლესი სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

15 მაისი 2018
15 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა სოფო შენგელიამ და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა, ირენა მელუამ, Erasmus+ ის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, რიგის უმაღლესი სამართლის სკოლის მოწვეულ ლექტორს, ინესე დრუვიეტეს უმასპინძლა. 
 
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ინტერნაციონალიზაციისა და ფაკულტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. 
 
ასევე, მოწვეულმა ლექტორმა, კავკასიის სამართლის სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს 2 საათიანი ღია ლექცია ჩაუტარა შედარებით სახელშეკრულებო სამართალში.