1-ლ სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამისა და ხარისხის მაძიებელ სტუდენტებს, საფრანგეთიდან, მექსიკიდან, გერმანიიდან და ირანიდან, საორიენტაციო შეხვედრაზე უმასპინძლა.
სტუდენტებმა უნივერსიტეტის ახალი კამპუსი დაათვალიერეს და ახალი საწავლო წლის დაწყებამდე ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მსვლელობისას, სტუდენტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია სასწავლო პროცესთან, უნივერსიტეტში მოქმედ რეგულაციებსა და შიდა განაწესთან დაკავშირებით.