ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაცია კავკასიის უნივერსიტეტში

21 მაისი 2018

22 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, სოფო შენგელიამ და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლეს.

 

მხარეებმა შეხვედრაზე სამართლის სკოლაში არსებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები განიხილეს. გარდა ამისა, ისაუბრეს უკვე არსებული თანამშრომლობის დეტალებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, როგორც ერთობლივი ორმაგი ხარისხის, ასევე ერაზმუს + ის გაცვლითი პროგრამების კუთხით.

 

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული პარტნიორია. დღევანდელი მონაცემებით, მათთან გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს მობილობით სარგებლობის საშუალება აქვთ.