უნგრეთის საელჩოს კონსულის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

11 დეკემბერი 2019

11 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა უნგრეთის საელჩოს კონსულს ანიკო ფარკაშს განათლების საერთაშორისო ცენტრის აკადემიური პროგრამების კოორდინატორთან მაია ასათიანთან ერთად უმასპინძლა.


საელჩოს წარმომადგენლებს ასევე მიესალმნენ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის წარმომადგენლები და კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა.
 

ვიზიტის მიზანი სტუდენტებთან შეხვედრა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებული ერთ-ერთი სასტიპენდიო პროგრამის “Stipendium Hungaricum”-ის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. პროგრამა ითვალისწინებს 2020-2021 წლისთვის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სასწავლო სტიპენდიების გაცემას.