25 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდის საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე: „ირანისა და საქართველოს კულტურული, პოლიტიკური და სამეცნიერო ურთიერთობები“.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ სტუდენტებს კითხვების დასმის საშუალება ჰქონდათ.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულულფებიანი ელჩის ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ სტუმრებს კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერებინა.