კახა შენგელიას ობერლინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

18 მარტი 2019

18 მარტს, იაპონიაში, ტოკიოს ობერლინის უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს, კახა შენგელიას, ობერლინის უნივერსიტეტის, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

 

საპატიო დოქტორის წოდება კახა შენგელიამ ობერლინის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ცერემონიალზე მიიღო. სიტყვით გამოსვლისას მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ობერლინის უნივერსიტეტის კანცლერს, ტოიოში სატოს, რომელიც IAUP-ის ყოფილი პრეზიდენტია, ასევე პრეზიდენტს, ჰიროაკი ჰატაიამას და უნივერსიტეტის დეკანებს. კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა და წარმატება უსურვა.

 

ობერლინის უნივერსიტეტი 2012 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია.