ჟან მონეს პროექტი „ევროკავშირის სამართლებრივი სახე “LFEU” - II ღონისძიება

26 თებერვალი 2021
                                                  

 

26 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე “LFEU” II ღონისძიება გაიმართა.

 

შეხვედრაზე ტრენინგის მოდულის პრეზენტაცია ჩატარდა და პროექტის პერსონალს შორის ფუნქციები გადანაწილდა. დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია ფუნქციათა შინაარსის შესახებ. ღონისძიებაზე განისაზღვრა მოლოდინებიც (ასოცირების შეთანხმების ვალდებულებათა შესწავლა სპეციფიკურ სფეროში; ევროკავშირის კანონმდებლობის შესწავლა სპეციფიკურ სფეროში; ქართული კანონმდებლობის შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან).

 

პროექტის ფარგლებში 5 განსხვავებული თემატური ტრენინგი გაიმართება. ღონისძიებაზე ტრენინგის მოდულის სტრუქტურასა და შინაარსზე შეთანხმდნენ.