11 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორების, გიორგი ბურდულის და ზურაბ მაისურაძის და ალზაჰრას უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და ეკონომიკის ფაკულტეტების პროფესორების მიერ ჩატარდა ვებინარი, თემით: Managing Start-Ups.
ვებინარი კავკასიის უნივერსიტეტსა და ირანის ალზაჰრას სახელმწიფო უნივერსიტეტის შორის ურთიერთთანამშრომლობის გასაძლიერებლად ჩატარდა.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იყო.
აღსანიშნავია, ალზაჰრას უნივერსიტეტი ირანის ერთ-ერთი წამყვანი ქალთა სახელმწიფო უნივერსიტეტია, სადაც 10 ათასი ქალი სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტი 1964 წელს დაარსდა.