კახა შენგელია ACE2022-ის ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო სან-დიეგოში

8 მარტი 2022

5-7 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია - სან-დიეგოში, კალიფორნიაში, ACE2022-ის შეხვედრას ესწრებოდა.

 

აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის ასობით ლიდერსა და ექსპერტს მასპინძლობს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ სიახლეებსა და გამოწვევებს უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის ყველა ასპექტის შესახებ, განიხილონ და გააანალიზონ  წლის უდიდესი ტენდენციები.

 

ACE-ის ყოველწლიური შეხვედრა, ასევე, შესაძლებლობას იძლევა, რომ უნივერსიტეტების რექტორებმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან თავი მოიყარონ ერთ სივრცეში, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და განიხილონ ის მწვავე საკითხები, რომლებიც მათ მომავალი უმაღლესი საგანმანათლებლო სტრატეგიების დასახვაში დაეხმარებათ.

 

აღსანიშნავია, რომ ACE2022-ის ყოველწლიური შეხვედრის ერთ-ერთი სპონსორი უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაცია (IAUP) იყო, რომლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე კახა შენგელიაა.