კახა შენგელიას ონლაინ შეხვედრა: "წარმატება და გამართლება"

19 თებერვალი 2021

19 თებერვალს, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ ონლაინ შეხვედრა გამართა თემაზე: "წარმატება და გამართლება".

კახა შენგელიამ დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ლექციის დასასრულს მათ კითხვებს უპასუხა.

ონლაინ ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრები, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებიც და სხვა დაინტერესებული პირები.

სტუდენტური პარლამენტი არის საქართველოს პარლამენტის სიმულაცია და შედგება სხვადასხვა კომიტეტისგან, გეგმავს სხვადასხვა აქტივობას, მათ შორისაა ცნობილ ადამიანებთან შეხვედრების გამართვა. სტუდენტური პარლამენტის წევრები საქართველოს მასშტაბით მოქმედი სტუდენტები არიან.