კახა შენგელია პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ ონლაინ განათლებაზე

13 აგვისტო 2020

13 აგვისტოს, ანალიტიკურმა ორგანიზაცია „ჯეოქეისმა“  ონლაინ დისკუსია გაიმართა.

 

გადაცემის თემა -  პანდემიური და პოსტ-პანდემიური ონლაინ განათლება.

 

ონლაინ ჩართვის სტუმარი კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია იყო.  მან ისაუბრა იმ გამოცდილებასა და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც  კავკასიის უნივერსიტეტი პანდემიის დროს დადგა. ასევე, აღნიშნა, რომ ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად იცვლიან საქართველოს განათლების სისტემას და ახალი ტექნოლოგიების ადაპტირება დროულად უნდა მოხდეს.

 

კახა შენგელიამ ისაუბრა კავკასიის უნივერსიტეტის  სოციალურ პასუხისმგებლობაზე და სამომავლოდ, სურვილი გამოთქვა, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტების გაერთიანებით, შეიქმნას ფონდი, რომელიც სოციალურად გაჭირვებულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს დაეხმარება.