პარიზში, ედუნივერსალის მეშვიდე მსოფლიო კონვენციაზე კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა საქართველოში მოქმედ ბიზნეს სკოლებს შორის საუკეთესოდ დასახელდა. ეს ტიტული უკვე მეექვსედ კავკასიის ბიზნესის სკოლამ იმ გამოკითხვის შედეგებით მიიღო, რომლებშიც 154 ქვეყნის მენეჯმენტისა და ბიზნეს ადმინისტრირების 1000 სახელმწიფო თუ კერძო ბიზნესის სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობდა.
სიაში ორი ქართული უმაღლესი სასწავლებელი მოხვდა, რომელთაგან რეკომენდაციის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი - 122% კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას ერგო.
2016 წელს Eduniversal-ის რანგირების შედეგად საქართველოს მასშტაბით კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა დაჯილდოვდა სამი რანგით 3 (ბრწყინვალე ბიზნეს სკოლები ძლიერი ნაციონალური და კონტინენტალური კავშირებით).