სამუშაო მოვალეობები:
- მარკეტინგული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
- მოლაპარაკებების წარმოება პოტენციურ სამიზნე ჯგუფებთან;
- გაყიდვების სტიმულირებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- შესაბამისი აკადემიური პროგრამებისთვის კონკურენტების ანალიზი;
- პროექტების შემუშავების პროცესში უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
- უნივერსიტეტის პროგრამების შესახებ პრეზენტაციების ჩატარება შესაბამისი სამიზნე ჯგუფებისთვის;
- მარკეტინგული პროექტებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება შესაბამის პროგრამებში;
- კომპანიის მარკეტინგულ ღონისძიებებში ჩართულობა;
- PR და CSR პროექტებში ჩართულობა;
- კომპეტენციის ფარგლებში ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება. სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება.
- ინგლისური ენის (ცოდნის არანაკლებ B2 დონე)
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები
მოლაპარაკების წარმოების უნარი;
დამარწმუნებელი;
კომუნიკაბელური;
მოტივირებული;
ორგანიზებული და მოწესრიგებული;
შედეგზე ორიენტირებული;
დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
- ანაზღაურება (ხელზე): 1000-1500 ლარის ფარგლებში;
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge
გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ: „მარკეტინგული პროექტების მენეჯერი“.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.
შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!