ეკონომიკა
- ეკონომეტრიკა (Econometrics)
- მიკროეკონომიკის თეორია (Microeconomic Theory)
- მონეტარულ თეორია და პოლიტიკა (Monetary Theory and Policy)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (სასურველია ეკონომიკის, მონაცემთა ანალიზის, ეკონომეტრიკის, სტატისტიკის მიმართულებით);
- ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ C1 დონე);
- ეკონომიკის დარგში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სადოქტორო ან სამაგისტრო საფეხურზე, მათ შორის ინგლისურ ენაზე სალექციო კურსების წაკითხვის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
- აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
- დარწმუნების და მოსმენის უნარი;
- ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლიანი;
- სამართლიანი და დისციპლინირებული;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV - მოიცავდეს ინფორმაციას განათლების, სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის და სხვა სამუშაო გამოცდილების შესახებ)
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები) ასლები;
- საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
- სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვა უსდ-(ებ)ში არსებული დატვირთვების შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სადოქტორო/სადისერტაციო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება);
- სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას. (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 5 (ხუთი) წლის მანძილზე არსებული მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები;
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა
II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება
III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით !
საბუთების მიღება: 2021 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.
კონკურსის ჩატარების პერიოდი 2021 წლის დეკემბერი/2022 წლის იანვარი
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.
გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.