ფუნქცია-მოვალეობები:
ა) კომპიუტერული ტექნიკის ტექნიკური პრობლემების მოგვარება;
ბ) სისტემური პრობლემების მოგვარება;
გ) უნივერსიტეტის მეილ სერვერის ადმინისტრირება;
დ) Moodle სერვერის (ნაწილობრივი) ადმინისტრირება;
ე) ახალი ტექნიკის შეძენაში ხელშეწყობა;
ვ) IT მხარდაჭერის ჯგუფის კოორდინირება და მართვა;
ზ) დეპარტამენტის დირექტორის დავალებებისა და მითითებების შესრულება;
თ) საკლასო აუდიტორიების, კომპიუტერული კლასების, სამუშაო ოფისების, ქსელის საკომუნიკაციო წერტილების კაბელირების მოწესრიგება / მარკირება/ დოკუმენტირება.
ი) სემესტრის დასრულების პერიოდში კომპიუტერული კლასების პროექტორების და კომპიუტერების ტექნიკური დიაგნოსტირება და სამომავლო პრობლემების შეძლებისდაგვარად გაანალიზება, შემოწმების შედეგების დოკუმენტაცია და რეპორტინგი.
კ) სასერვერო ოთახის წესრიგზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით,
(განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
- MS Windows-ის ტექნიკური მხარაჭერის ცოდნა;
- კომპიუტერული ნაწილების Hardware-ის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- დისციპლინირებულობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
- ანაზღაურება (ხელზე ასაღები): გამოსაცდელი ვადის დროს შეთანხმებისამებრ. გამოსაცდელი ვადის შემდეგ 800 ლარი;
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია), ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge
გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ: “ტექნიკური დახმარების სპეციალისტი“.
- კანდიდატები აირჩევა გასაუბრების საფუძველზე.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 9 ივლისი
შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!