ედუნივერსალის ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით კავკასიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამები საუკეთესოდ დასახელდა.
ედუნივერსალის რეიტინგში მოხვდა შემდეგი პროგრამები:
- MBA - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა - პირველი 200 - რეგიონული რეიტინგი 9 გეოგრაფიულ სარტყელში - N 9 ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, ევრაზია და ახლო აღმოსავლეთი;
- MSc in Management - მეცნიერების მაგისტრი მენეჯმენტში - პირველი 200 - რეგიონული რეიტინგი 9 გეოგრაფიულ სარტყელში - N N 4 ზოგად მენეჯმენტში ევრაზია და ახლო აღმოსავლეთი;
- Grenoble MBA - გრენობლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი - პირველი 200 - რეგიონული რეიტინგი 9 გეოგრაფიულ სარტყელში - N 10 ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი აღმასრულებლებისთვის ევრაზია და ახლო აღმოსავლეთი;
- Strategic Communication (PR)-სტრატეგიული კომუნიკაცია (პიარი) სამაგისტრო პროგრამა- პირველი 200 - რეგიონული რეიტინგი 9 გეოგრაფიულ სარტყელში - N1 კორპორატიული კომუნიკაციის მიმართულებით, ევრაზიისა და შუა აღმოსავლეთში
- Master of Public Healthcare - ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი - პირველი 50 - გლობალური რეიტინგი - N 76 საზოგადოებრივი ჯანდაცვა, მსოფლიოს მასშტაბით.
ედუნივერსალი შედეგებს სამი ძირითადი კრიტერიუმის საფუძველზე აქვეყნებს. ესენია:
- პროგრამების ცნობადობა, რაც სხვადასხვა კომპანიების მიერ აღიარებს და მათ მიმართ მიდგომებს გულისხმობს.
- კურსდამთავრებულის ხელფასი და მათი დასაქმება ბაზარზე.
- სტუდენტის კმაყოფილება და მათი უკუკავშირის გათვალისწინებით პროგრამების გაუმჯობესება.
გამოკითხვაში 136 ქვეყნის მენეჯმენტისა და ბიზნეს ადმინისტრირების 1000-მდე სახელმწიფო თუ კერძო ბიზნესის სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობდა.