კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აფილირებული პროფესორის, ისტორიის დოქტორის ბუბა კუდავას მიერ წარდგენილმა პროექტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.
დაფინანსება მოიპოვა შემდეგმა პროექტებმა:
- აკაკი კლიმიაშვილი, მასალები XVIII საუკუნის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს სამხედრო ისტორიისათვის – მორიგე ლაშქარი
- პლატონ იოსელიანი, თხზულებანი
- ელისაბედ ერისთავის მემუარები
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსის“ საბოლოო შედეგები.