კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი რედბაუდის უნივერსიტეტში

5 ივლისი 2019

1-5 ივლისს, Erasmus+ ის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისა და მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მენეჯერი, ციცი ჩუბინიძე, რედბაუდის უნივერსიტეტს ეწვია (Radboud University, Netherlands) და მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ 1 კვირიან საზაფხულო სკოლაში შემდეგ თემაზე: „მოქალაქეობა და მიგრაცია: 21-ე საუკუნის გამოწვევები ევროპაში“ ( Citizenship and Migration: Europe’s 21st Century Challenges).

 

აღნიშნული სალექციო კურსის ფარგლებში, პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკას მოქალაქეობის, სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და რელიგიის კუთხით. აღსანიშნავია, რომ პროგრამა გამოირჩეოდა საინტერესო თემატიკითა და კვალიფიციური ლექტორებით.

 

რედბაუდის უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლას შორის არსებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, წელს ეს რიგით მეორე განხორციელებული მობილობაა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს საშუალება ეძლევათ საზაფხულო სკოლის პროგრამის მსვლელობისას მათთვის საინტერესო სალექციო კურსს დაესწრონ.