LCC საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

21 მაისი 2022

 

16-20 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, Erasmus+ ის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, LCC -ის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ლიეტუვა (LCC International University, Lithuania), ლექტორს, ინდრე რაზბადაუსკაიტე- ვენსკეს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი და სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტთან და კავკასიის ბიზნესის სკოლასთან. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ერთობლივი სალექციო კურსისა და საჯარო ლექციების შეთავაზების შესაძლებლობა ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვისასევე, მობილობის ფარგლებში, კავკასიის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ სემინარი ბრენდინგისა და ნეირომარკეტინგის თემაზე.

 

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის (Interntional Credit Mobility -ICM) პროგრამის ფარგლებში, LCC-ის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა არსებობს, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობების განხორციელებას.