აბიტურიენტთა სამართლებრივი სემინარი

11 იანვარი

2012 წლის 6 მარტს, კავკასიის სამართლის სკოლაში ღია სემინარი გაიმართა. აბიტურიენტებს უმასპინძლეს და მათთვის საინტერესო თემაზე ისაუბრეს დეკანმა, ხარისხის სამსახურის უფროსმა, პროფესორებმა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.


შეხვედრის შემდეგ, აბიტურიენტები კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებთან ერთად უზენაეს სასამართლოს ეწვივნენ. მათ ისტორიული შენობა, სასამართლო დარბაზები და უნიკალური არქივი დაათვალიერეს. აბიტურიენტებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი პირადად შეხვდა.