ლეილა კარიმის სამეცნიერო ნაშრომი მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში „Frontiers in Psychology“ გამოქვეყნდა

23 სექტემბერი 2024

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Frontiers in Psychology“ გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია „Psychometric properties of the Child and Adolescent PsychProfiler v5: a measure for screening 14 of the most common DSM-5 disorders“.

 

ნაშრომის ავტორია ლეილა კარიმი (ფსიქოლოგიის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი), კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის და RMIT უნივერსიტეტის (მელბურნი, ავსტრალია) პროფესორი.

 

იხილეთ სტატიის ბმული.

 

ჟურნალი „Frontiers in Psychology“ ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, რომლის CiteScore არის 5.3.

 

PsychProfiler არის ბავშვებში, მოზარდებში და მოზრდილებში აღმოჩენილი 20 ყველაზე გავრცელებული აშლილობის ერთდროული გამოკვლევის ყოვლისმომცველი სკრინინგის ინსტრუმენტი. PsychProfiler შედგება ორი კონცეპტუალურად მსგავსი ინსტრუმენტისგან: ბავშვთა და მოზარდთა PsychProfiler (CAPP) და მოზრდილთა PsychProfiler (APP). ნაშრომში განხილულია აღნიშნული ინსტრუმენტების სკრინინგის სკალების სანდოობისა და დისკრიმინაციული ვალიდურობის ყოვლისმომცველი შეფასება.

 

კვლევის შედეგებმა აჩვენა 17-ფაქტორიან მოდელის და ამ მოდელის პრაქტიკულად ყველა ფაქტორის მისაღები სანდოობა (ალფა და ომეგა კოეფიციენტები) და დისკრიმინაციული ვალიდობა.