ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - ,,თანასწორობა ანტიკურ რეალობაში’’

18 სექტემბერი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - ,,თანასწორობა ანტიკურ რეალობაში’’.

 

ღონისძიებაზე განხილული იყო ანტიკური ხანის და შუა საუკუნეების პერიოდში არსებული თანასწორობის მიდგომები და ტრადიციები. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ სპიკერისთვის დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.  

 

ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის თანასწორობის კლუბის ინიციატივით გაიმართა.