19 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ,,ლიბრარეა''-ში, მწერალ ლაშა ბუღაძის სალონური საუბრები გაიმართა.
შეხვედრის თემა იყო - ისტორიის მხატვრული რეფლექსია. მწერალმა ისაუბრა, ისტორიისა და ლიტერატურის შესახებ, ასევე წარადგინა და განიხილა მისი ახალი რომანი: ,,საქართველოს სახელით’’.
შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები და დაინტერესებული პირები.