კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე.
სამუშაო მოვალეობები:
- ბიბლიოთეკის განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიების, იდეების და პროექტების შემუშავება;
- სახელმძღვანელოების, სასწავლო კურსებისათვის აუცილებელი და დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალის შეთანხმება სკოლებთან და მათი ბიბლიოთეკაში განთავსების უზრუნველყოფა;
- ბიბლიოთეკის კატალოგის განახლების პროცესის ხელმძღვანელობა;
- ბიბლიოთეკაში წიგნების მიღება, დამუშავება და მათი აღრიცხვა ელექტრონულ კატალოგებში;
- მოლაპარაკებების წარმოება ელექტრონული და ბეჭდური რესურსების მომწოდებლებთან;
- ბიბლიოთეკაში არსებული რესურსების პერიოდული აღრიცხვა/ინვენტარიზაცია და მარაგების კონტროლი;
- ელექტრონული რესურსების სრულად ათვისებისა და უნივერსიტეტში მათი მოხმარების წახალისების მიზნით, შეხვედრების ორგანიზება სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან;
- კოორდინირებული საქმიანობის წარმართვა უნივერსიტეტის გამომცემლობასთან და წიგნების მაღაზიასთან;
- ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა;
- ბიბლიოთეკაში შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, სათანადო ღონისძიებების გატარება, ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და საბიბლიოთეკო ფონდების დაცვა;
- ბიბლიოთეკის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობა;
- კვარტლური/წლიური ანგარიშის მომზადება განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
- ხელმძღვანელი პირის თანამდებობისთვის გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება. სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, განათლების მენეჯმენტის ან მომიჯნავე დარგის მიმართულებით;
- საბიბლიოთეკო საქმის შესაბამისი სპეციალური გადამზადება და აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ელექტრონულ საინფორმაციო/საძიებო და ციფრულ საბიბლიოთეკო რესურსებში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საგრანტო წინადადებების წერის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel, PowerPoint,
პიროვნული უნარ-ჩვევები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზაციული უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
- ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად;
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) და სამოტივაციო წერილი (უნდა ასახავდეს მიზეზს, თუ რატომ ხართ დაინტერესებული ამ ვაკანსიით და რა კვალიფიკაცია გაქვთ, რაც დაგეხმარებათ აღნიშნული სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ: „ბიბლიოთეკის დირექტორი“.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 25 ივნისი.
შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!