სტრატეგიული დოკუმენტის პრეზენტაცია

11 იანვარი
სტრატეგიის დოკუმენტი ფონდი „კავკასიის უნივერსიტეტის"საგრანტო პროექტ MENEGE.EDU –ს ფარგლებში შემუშავდა.

პროექტი აერთიანებს შავი ზღვის აუზის ქვეყნებს და მიზნად ისახავს მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების (LLL) უზრუნველსაყოფად ეფექტური მართვის სისტემის შექმნას. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, „შავი ზღვის აუზის ქვეყნები 2007-2013" პროგრამის ფარგლებში.

პროექტის მიზნებია შეიქმნას სივრცე განათლების ეფექტური მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარებისთვის, გაუმჯობესდეს განათლების სისტემა LLL-ის მიმართულებით და განვითარდეს მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლება შავი ზღვის აუზის ქვეყნებში.

პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისიტროს წარმომდგენლები, საქართველოში არსებული წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული ინტიტუციების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენელნი.

სტუმრებს სიტყვით მიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ბატონმა კახა შენგელიამ.


{phocagallery view=category|categoryid=445|limitstart=0|limitcount=0}