არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ხიდის“ სამოქალაქო განვითარების სკოლის ვიზიტი CU-ში

27 აპრილი 2023

26 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, CU-ის პრეზიდენტმა - კახა შენგელიამ - არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ხიდის“ სამოქალაქო განვითარების სკოლის მოსწავლეებს, წევრებსა და წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

ორგანიზაცია ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც მარნეულში ცხოვრობენ. CU-ის პრეზიდენტი კახა შენგელია სიტყვით მიესალმა და წარმატება უსურვა თითოეულ მათგანს.

 

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინფორმაციო შეხვედრა, გაეცნენ კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს და იმ შესაძლებლობის, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს. ასევე, შეხვდნენ იმ სკოლების დეკანებს, რომელი პროგრამებითაც იყვნენ დაინტერესებულნი.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს, ტრადიციულად, კამპუს ტური ჩაუტარდათ. დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გარემო და სხვადასხვა სტუდენტური სივრცეები. კავკასიის უნივერსიტეტისგან „წითელი ხიდის“ სამოქალაქო განვითარების სკოლის მოსწავლეებს, წევრებსა და წარმომადგენლებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.