13 აპრილს, კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის ერთობლივი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის მე-12 მიღების გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გრენობლის MBA პროგრამების დირექტორი ფილ ეარი, კოორდინატორი ელიანორ ლეჯერი და კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა.
კავკასიის უნივერსიტეტისა და გრენობლის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა უკვე თორმეტი წელია ფუნქციონირებს და ბიზნესის ადმინისტრირებაში ორმაგი ხარისხის დიპლომის გაცემას გულისხმობს.
პროგრამა ერთადერთია საქართველოში არსებულ სამაგისტრო პროგრამებს შორის, რომელიც Financial Times-ის მსოფლიოს სამაგისტრო პროგრამების ნუსხაშია.
პროგრამის კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ კერძო და საჯარო ორგანიზაციებში, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს მასშტაბით.