პანელური დისკუსია - „მედია და ჟურნალისტიკა დეზინფორმაციის წინააღმდეგ და კიბერსაფრთხეები საზოგადოებისთვის“

11 სექტემბერი 2024
კავკასიის მედიის სკოლის დეკანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა კარპაჩის 33-ე ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. პანელური დისკუსიის თემა იყო „მედია და ჟურნალისტიკა დეზინფორმაციის წინააღმდეგ და კიბერსაფრთხეები საზოგადოებისთვის“.
 
შეკრებილი საზოგადოება, რუსული გავლენის კონტექსტში, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „აგენტები კანონის“ შინაარსითა და მედიაზე მისი ეფექტით დაინტერესდა. მათ დეტალური განმარტება მიიღეს კანონის ნეგატიურ შინაარსზე, უკვე დამდგარ და მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე.
 
დისკუსიაში მონაწილეობდნენ პოლონეთის, გერმანიის, საქართველოს, ბელორუსისა და მოლდოვის წარმომადგენლები. პანელს ფორუმის ფარგლებში კავკასიის მედიის სკოლის პარტნიორი გერმანული ორგანიზაცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის მედია დიალოგი“ მასპინძლობდა.