პროექტი სახელწოდებით – „მედია მონიტორინგის განვითარება საქართველოში", ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის 6 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.
ტრენინგი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მედია კომპანია "Media Center Sarajevo"–მ ჩაატარა. მრავალფეროვან თემებს შორის იყო: ინფორმაციის მოძიების წყაროები და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, მედია კანონმდებლობა, ახალი ამბების მომზადება. მონაწილეები არა მხოლოდ ისმენდნენ პროფესიონალი ტრენერების ლექციებს, არამედ რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ, მსჯელობდნენ.
ტრენინგში მონაწილეობა თბილისის რამდენიმე კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო. კავკასიის მედიის სკოლის ადმინისტრაციამ ამ საინტერესო პროფესიულ სახელოსნოებში მოსახვედრად რეკომენდაცია ძირითადად მეორეკურსელ სტუდენტებს გაუწია.
მონაწილეებმა ტრენინგით უკეთესი პროფესიული უნარ–ჩვევები, ახალი მეგობრები, უცხოელ ტრენერებთან მუშაობის გამოცდილება და მონაწილეობის სერტიფიკატები მიიღეს.
მედიის სკოლის სტუდენტები UNDP-ის ტრენინგზე
11 იანვარი