სტარტაპი EasyDine

13 ნოემბერი 2023

გაიცანით ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn” - ის მონაწილე სტარტაპი EasyDine.

 

EasyDine - კვების ობიექტების დაჯავშნის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ნახოთ მაგიდის ხედი 360°-ით, გაეცნოთ მენიუს დეტალურად, შეუკვეთოთ და გადაიხადოთ წინასწარ.

 

გუნდის წევრები:  ანა კვერნაძე, მიხეილ ბერიშვილი.

 

ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში.

 

CUnicorn-ში მონაწილეობის მიღება უფასოა და შეუძლიათ სტუდენტებისგან, კურსდამთავრებულებისგან, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისგან შემდგარ (მინიმუმ ერთი გუნდის წევრი) ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმნელად.