შეხვდი სტარტაპერს - ლევან მესხიშვილი - თანადამფუძნებელი და CEO - Bookinghub.ge, Webapp

11 ივნისი 2025

კავკასიის უნივერსიტეტში, „შეხვდი სტარტაპერს“ სერიის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ქართველ ანტრეპრენერთან, ბიზნეს აღმასრულებელთან და CEO-თან,  ლევან მესხიშვილთან.

 

შეხვედრის მსვლელობისას სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ლევანის ანტრეპრენერული გზის, მის მიერ დაფუძნებული სტარტაპების განვითარების ეტაპებისა და იმის შესახებ, თუ  როგორ იყენებს ის ტექნოლოგიებს პრობლემების გადაჭრისა და ბიზნესის ეფექტიანად მართვისთვის.

 

სპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმ პრაქტიკულ მაგალითებზე და გამოწვევებზე, რომლებიც თან ახლდა სერვისებზე დაფუძნებული სტარტაპების შექმნასა და მათ განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Bookinghub.ge - ის - პირველ ქართულ ციფრულ ჯავშნების პლატფორმას, რომელმაც ხელი შეუწყო სერვისების გაციფრულებასა და მომხმარებლებისთვის მათი ხელმისაწვდომობის ზრდას.

 

ლევან მესხიშვილი არის რამდენიმე წარმატებული სტარტაპის თანადამფუძნებელი და დირექტორი, მათ შორის: Webapp, Bookinghub.ge და GoSMS. ლევანი ასევე გახლავთ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ „დიალოგის“ მმართველი პარტნიორი. 

 

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპიკერისაგან მიეღოთ პრაქტიკული რჩევები სტარტაპის შექმნის, მართვისა და ბაზარზე პოზიციონირების პროცესთან დაკავშირებით.

 

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში, სადაც სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.